ჩვენ გთავაზობთ

ექსტრემალური

MEGOTURI გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ქვემო ქართლში, ულამაზესს დაშბაშის კანიონზე და ბერთას მონასტერში.

დეტალურად

გავემგზავრებით თბილისიდან 15 ივნისს დილის 9 საათზე წალკის მიმართულებით. მოვინახულებთ დაშბაშის კანიონს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ თავისი საუცხოო სილამაზით და ბოლოს გამოვივლით ბერთას ულამაზეს მონასტერში სადაც ბინადრობენ სასწაულმომქმედი კალმახები. მომლოცველთა რწმენით, თევზი თუ შეხების უფლებას მოგცემს აუცილებლად განიკურნები და ამასთან დაკავშირებით, არაერთი სასწაული ახსოვთ ბერებს. აუზში ჩასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დღის განმავლობაში ერთად მოვაწყობთ პიკნიკს ბუნებაში. თბილისში დაბრუნება 21 საათი.

არ ვაბინძურებთ გარემოს!

ვემორჩილებით გამყოლს!

არ ვიგვიანებთ დანიშნულების ადგილას!

ვიცმევთ სპორტულად და მოგვაქვს გამოსაცვლელი ტანისამოსი და თბილი შემოსაცმელები საღამოსთვის შესაძლოა შეგვცივდეს. (რეკომენდირებულია ასევე მეორე წყვილი ფეხსაცმლის წამოღება)