ჩვენ გთავაზობთ

ეკო ტური ქვემო ქართლში

ეკო ტური ქვემო ქართლში სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის

დეტალურად

ქვემო ქართლის ორდღიან სათავგადასავლო ეკოტურზე ტურისტები მოინახულებენ ულამაზეს ბუნების ძეგლებს, რომელთა უმრავლესობაშიც შერწყმულია ადამიანის ხელით შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა. ტურში შედის წალკის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტურისრული ღირსშესანიშნაობების - ბირთვისის კლდოვანი მასივისა და ციხესიმაგრის, გოხნარის ლოდოვანის, ავრანლოს კანიონისა და ციკლოპური საცხოვრისის, დაშბაშის კანიონის, იმირის გადაჭრილი გორის, თამარისის სათევზე ტბების, წერაქვის მონასტრისა და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულება. ტური ძირითადად განკუთვნილია სათავგადასავლო ტურიზმისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის.