ჩვენ გთავაზობთ

გარისობა

სახალხო ზეიმი - გარისობა

დეტალურად

სახალხო დღესასწაულის - „გარისობის“ აღნიშვნა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. 2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კი, ტრადიციულად, ყოველი წლის 8 ოქტომბერს საზეიმოდ აღინიშნება ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხე და ეთნიკური მრავალფეროვნება ერთ სივრცეში წარმოდგენილი. სრულდება ქართული-ხალხური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები, ეწყობა ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცეები, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.