ქვემო ქართლის კულტურული მემკვიდრეობა
კულტურულ-შემეცნებით ტურზე
„ქვემო ქართლის კულტურული მემკვიდრეობა“ ტურისტები ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან
ქვემო ქართლის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, როგორებიცაა 1,8
მილიონი წლით დათარიღებული დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან
ა.წ. XVIII საუკუნის ბოლომდე პერიოდის სამშვილდის არქეოლოგიური კომპლექსი, მონასტრები
- მანგლისის სიონი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, რუსთავის, ქვეშისა და გაგის ციხე-სიმაგრეები.
ტურში შედის აგრეთვე რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ტურისტები გაეცნობიან ძვ.წ. XVIII – ახ.წ. XVIII სს და თანამედროვე
რუსთავის (XX ს-ის II ნახევარი) ისტორიის ამსახველ მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს.