ჩვენ გთავაზობთ

გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში

 ტური „გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში“ ტურისტებს გააცნობს XIX საუკუნის დასაწყისში 1817-1819 წლებში საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების დასახლებებს, მათ ყოფა-ცხოვრებას და ისტორიას 1817 წლიდან 1941 წლამდე.

დეტალურად

„გერმანული მემკვიდრეობა საქართველოში“ ტურისტებს გააცნობს XIX საუკუნის დასაწყისში 1817-1819 წლებში საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების დასახლებებს ელიზაბეტთალს (სოფ. ასურეთი) და კატარინენფელდს (ქ. ბოლნისი), მათ ყოფა-ცხოვრებას და ისტორიას 1817 წლიდან 1941 წლამდე, მათ საცხოვრებელ სახლებს, ღვინის მარნებს, წისქვილებს, ყოფილ გერმანულ ეკლესიებს, სასაფლაოებს. ტურისტებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გერმანული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო „შალა“. ტურისტები ასევე გაეცნობიან დმანისის მუზეუმ-ნაკრძალს.