ჩვენ შესახებ

2018 წლის 7 მარტიდან კოდის სათემო განათლების ცენტრი ახორციელებს პროექტს „ სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანის და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“. 
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას მართავს გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. კოდის სათემო განათლების ცენტრი არის პროექტის ლიდერი პარტნიორი, ხოლო განჯის ქალთა რეგიონალური ცენტრი არის პროექტის თანააპლიკანტი.